,,ოცნების,, გამარჯვებით რუსეთმა ახალი ,,შეღავათები,, დათმო

14741765_660055690821288_1505589493_nსაპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების,, გამარჯვებამ, საქართველო რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში არსებული აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელსაც ,,მცოცავი,, ოკუპაციის ფონზე საქართველოში მმართველი პარტიის გარდა ყველა სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას არაეფექტურ და მიუღებელ ფორმატად მიაჩნდა, ახალი სული შთაბერა და პრაღაში ქართულ-რუსული დიპლომატიის კორიფეები ,,გამარჯვების,, აღსანიშნავად კიდევ ერთხელ შეხვდნენ…
როგორც რუსული ,,მიდი,, (საგარეო საქმეთა სამინისტრო) გვამცნობს, 19 ოქტომბერს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე  ხაზი გაესვა, რომ “ახლახან საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რუსეთისა და საქართველოს დაინტერესებას გააგრძელონ დიალოგი კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე გარკვეული საკითხების აქტივიზაციას და ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებში პროგრესს გამოიწვევს,,
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ,,განვლილი 4 წლის განმავლობაში მიღწეული ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები, ოპტიმიზმს აჩენს,, და ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის დიდი მეზობელი ,,რიგით მეორე ეკონომიკური პარტნიორია და რიგით პირველი- როგორც ქართული ღვინის გასაღების ბაზარი,,. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გააგრძელებს აღებულ კურსს და ,,ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაძლიერებას,,
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრას, რუსული ,,მიდი,,-ს ინფორმაციით, მათ ,,დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს პრაგმატული კურსი და ორმხრივი ურთიერთობების, შემდგომი, ეტაპობრივი ნორმალიზაცია,, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და ქვეყანას, რომელიც 25% ტერიტორიის დამპყრობელ რუსეთთან ,,ნორმალიზაცია-ჩახუტების,, კურს მყარად განაგრძნობს, კარასინმა ახალი შეღავათი გადმოუგდო… ეს შეღავათი ვიზალიბერალიზაციის გამარტივებას ეხება… თუმცა არა საქართველოს უბრალო მოქალაქეების მიმართ… ის რაც 4 წლიანი ,,ნორმალიზაციის,, საფასურად რუსეთმა გვიწყალობა, არის ის, რომ ,,ქართვული ავიახაზების პილოტები, რუსეთის ცაზე საფრენად ვიზებს გამარტივებულად მიიღებენ,,

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშირუსთავში ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაზაზა ჭაია-ახალი ცივი ომი!