რუსთავში ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში, მეორე სკოლასთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ქალაქის მთავარი საავადმყოფოს ტრავმატოლოგმა დავით მეტრეველმა გააკეთა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა, რომელიც 40 წლამდე ასაკისაა, შედარებით მსუბუქია, ხოლო 60 წელს ზევით მყოფ მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის ქალა და სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება. პაციენტების გამოკვლევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ ავტოავარია დღეს საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

14741137_1587472774612292_978199551_n14741697_1587472767945626_1467271472_n

banner
წინა სტატიაშიბელგიის სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ჯიჰადისტების ბუდე აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია,,ოცნების,, გამარჯვებით რუსეთმა ახალი ,,შეღავათები,, დათმო