„ოცნებამ“ გახარიას გუნდზე ნადირობა დაიწყო

წინა კვირას უმრავლესობის ექვსმა წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, ანი ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და მიხეილ დაუშვილი ოპოზიციაში გადაბარგდნენ. ისინი უკვე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს წარმოადგენენ და მათგან ეს ნაბიჯიც მოსალოდნელი იყო.
ოპოზიციაში გადასულ გახარიას თანაგუნდელებს ხელისუფლებაზე ჯერ აუგი არ უთქვიათ. პირიქით, ხაზგასმით განაცხადეს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებენ.

ამის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები უკვე „შავ სიაში“ შეიყვანა. „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამ ექვსეულის ნათესავებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულნი, მიუვიდათ შეტყობინებები, რომ სამსახურიდან უნდა წავიდნენ.

ამასთან, გახარიას ექვსეული სუს-მა განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებმა იციან, რომ მათ უსმენენ და უთვალთვალებენ.

გიორგი ხოჯევანიშვილის უფროსი ძმა, ალექსანდრე, რომელიც ასევე, გახარიას გუნდის წევრად მოიაზრება, სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, სადაც დღემდე ჰყავს თავისი ხალხი და ამ ამბის გაგება არ გაუჭირდებოდა.

TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიბესელია: ბევრი წელია ასეთ სისუსტეებს და პირადი ინტერესებით მოქმედებას ვუყურებთ
შემდეგი სტატიაახალაია: მაცოფებს ის,რომ საზოგადოება სინამდვილეში არასდროს სთხოვს საკუთარ სახელმწიფოს შურისძიებას