“ოცნებამ” ევროპას არა უთხრა – ნაცვლიშვილი

ფაქტობრივად, “ოცნებამ” ევროპას არა უთხრა”, – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “დღის ამბების” ეთერიდან ამჟამინდელ ხელისუფლებას მიმართავს და პირდაპირ ეუბნება, რომ ამ ნაბიჯით სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლება.

“ერთადერთი ვისთანაც მაქვს სათქმელი და მინდა მივმართო, ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან. რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით, “ოცნება”, ფაქტობრივად, არა ევროპას უთხრა. ეს ნაბიჯი გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებას ევროპის პოზიციაში საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ გამაფრთხილებელი გზავნილები და დეტალური მითითებები, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მიიღო კონკრეტული პირობების შესრულების პირობით ავანსად. 9 ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, მათ მიიღეს რუსული კანონი”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი – “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

banner
წინა სტატიაში83 დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს ხმა მისცა
შემდეგი სტატიაგვინდა, ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან – სუბარი