„ოცნება“ უარს ამბობს პარტიად ჩამოყალიბებაზე და კვლავ მერკანტილური ინტერესებით შეერთებულ ორგანიზაციად რჩება“

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამბობს უარს პარტიად ჩამოყალიბებაზე“, – ასე ეხმაურება 2012 წელს „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარე თემო მურვანიძე იმ ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი ახალი სახეების მოსაძებნად სპეციალურ კომპანიას დაიქირავებს.

„ერთი რამ არ მესმის და იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკური პარტია ქირაობს კომპანიას “ახალი სახეების” მოსაძებნად?
დასქმების ცენტრია?
რა არის პოლიტიკური პარტია? პოლიტიკური პარტია არის ერთი იდეოლოგიის თანამოაზრეთა ერობა მოკლედ რომ ვთქვათ, ვინც მათი თანამოაზრეა, უკვე არის პარტიის რიგებში და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა…
თუ ვინმე დათანხმდა ასეთი ფორმით შეთავაზებას, ეს ხომ, უბრალოდ, დასაქმებისთვის იქნება დიდწილად…
იდეოლოგიური ერთობის გარეშე და ამ მიმართულებაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამბობს უარს პარტიად ჩამოყალიბებაზე და კვლავ მერკანტილური ინტერესებით შეერთებულ ორგანიზაციად რჩება.
არა მგონია, ასეთმა დაჯგუფებამ დიდი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას ან ჩვენს პოლიტიკურ სისტემას“, – წერს მურვანიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – დეოკუპაციის საკითხზე საუბარი ტექნიკური დონიდან პოლიტიკური დონეზე უნდა გადავიდეს
შემდეგი სტატია„ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა” – ირაკლი კობახიძე TBC-ის საქმესა და მუქარის შემცველ წერილზე