“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა ერთ საათზე ნაკლებ დროში უშედეგოდ დასრულდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ დღეს, 13 თებერვალს მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე, სადაც “ნორმანდიული ოთხეულის” საგარეო მინისტრები მონაწილეობდნენ, კონკრეტული შედეგებისთვის არ მიუღწევიათ. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მოსამზადებელ ხასიატს ატარებს და აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეირო, რომელიც პოსტზე 11 თებერვალს დაინიშნა, კონსულტაციებში არ მონაწილეობდა.
საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ერთ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა “ისლამურ სახელმწიფოს” ურჩია დასავლეთს მადლობა გადაუხადოს
შემდეგი სტატიარა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მიწის ხელახალ დარეგისტრირებას