ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ჟურნალისტებს მამულაშვილმა განუცხადა, ხელაშვილის რეპლიკაზე პარლამენტის ეთიკის კომისიისგან რეაგირებას ითხოვს.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე „ქართული ოცნების“ კლასიკური პასუხი იყო, რომ ჩვენ რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა ისეა, როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვ,ი ერთ-ერთმა დეპუტატმა ხელი ამიქნია. ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით საუბარი ეთიკური არ არის. მან კი მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი. ეთიკის კომიტეტის წევრი ვარ და შესაბამის რეაგირებას ვითხოვ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

წინა სტატიაშიგლდანში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება
შემდეგი სტატიაგიგა შუშანია – ქუთაისის მერის დავალებით, პაატა ბურჭულაძეს ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს