გლდანში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები სრულდება.

სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი კედლები.

ჯამში, ორივე ქუჩის კეთილმოწყობისთვის 613 501 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის ასაღებად საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა
შემდეგი სტატიანონა მამულაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა