ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დევდორაკის გზაზე გავლა ორი კვირაში იქნება შესაძლებელი

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დევდორაკის გზაზე გავლა ორი კვირაში იქნება შესაძლებელი.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობს თერგის ძველ კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები.

„დღეს დილიდანაც წვიმს, თუ ამინდი არ შეგვიშლის ხელს ორ კვირაში გავლადს გავხდით. მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ იქ ჩვენ სხვა სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და უკვე ვმუშაობთ. დაფინანსების წყაროც უნდა მოვძებნოთ, თუმცა ეს არ იქნება იაფი პროექტი. ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წყალდიდობის დროს პრობლემას არ შეგვიქმნის”, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილმა განაცხადა, რომ გზის აღდგენა სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

„მე რამდენადაც ვიცი, ბორანი მუშაობს უკვე. ეკონომიკის სამინისტრო იყო კავშირში სომხეთის სამინისტროსთან და ალტერნატიული გზა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს იმ ხილის გატანა, რომელიც ამ სეზონზეა. არა მარტო სომხეთისთვის, არამედ ჩვენი ექსპორტიორებიც უკვე ამ ბორანს იყენებენ, რამდენაც ჩემთვის ცნობილია. დროებით ეს საკთხი გადაწყვეტილია, თუმცა საინჟინრო გადაწყვეტიელბა აშკარად სხვა არის საჭირო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოსა და მანავში, რამდენადაც ვიცი, შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს