ნინო ჯავახაძე – 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩი პირდაპირ კავშირზე იყო ჩვენთან, გერმანიის ელჩი იმყოფებოდა პარლამენტში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს პირდაპირი კომუნიკაცია იყო რამდენიმე ქვეყნის ელჩთან, უშუალოდ პარლამენტის შენობაში კი, გერმანიის ელჩი იმყოფებოდა.

„გერმანიის ელჩი პარლამენტში იმყოფებოდა იმ ღამეს და პარლამენტიდან გააკეთა კომენტარი. რაც შეეხება სხვა ელჩებს, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან ხაზზე იყვნენ. თავს შევიკავებ კონკრეტული ელჩების დასახელებისგან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიძაბა ვითარება, დაიწყო შტურმი პარლამენტზე, ჩვენ რამდენიმე ქვეყნის ელჩი გვყავდა პირდაპირ კავშირზე. გერმანიის ელჩი იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში ვითარების დაძაბვის მომენტიდან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყნის საელჩომ იმ ღამესვე, როდესაც ვითარება გართულდა, გააკეთა ერთობლივი, ღია განცხადება“, – აღნიშნა ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტიდან ხედავდა 20 ივნისის ღამეს ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს და აღნიშნა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ელჩიც იყო.

banner
წინა სტატიაშინინო ჯავახაძე : „გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან, რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში“
შემდეგი სტატია“გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც” – ზალკალიანი ვერ იხსენებს დიპლომატებს, რომლებიც დარბევისას პარლამენტში იმყოფებოდნენ