ნინო ბურჯანაძე – ვეტერანები იმსახურებენ, რომ არასოდეს დავივიწყოთ მათი გმირობა

9 მაისი არის უდიდესი მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თავს ვალდებულად ვთვლი ფაშიზმზე გამარჯვების დღე მივულოცო მსოფლიოში ყველა ვეტერანს, ადამიანებს რომლებმაც თავი გაწირეს და ბოლომდე იბრძოლეს უკეთესი მომავლისათვის, – აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე ხაზს უსვამს ქართველი ვეტერანების თავდადებას და აღნიშნავს, რომ ისინი იმსახურებენ ქვეყანამ და საზოგადოებამ სათანადოდ დააფასოს.

,,ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ვეტერანის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს დღევანდელი დღე, ვინც ასაკის მიუხედავად დღევანდელ დღეს სიხარულით ხვდება. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მათ.

ომში მონაწილეებმა თავისი ახალგაზრდობა, თავისი საუკეთესო წლები შეალიეს მშვიდობისათვის ბრძოლას.

საქართველომ ამ ომში ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. ყოველი მეხუთე ადამიანი წავიდა საქართველოდან და 300 000 ათასი ადამიანი არ დაბრუნებულა. თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული ამ ომში და არიან ოჯახები საიდანც ხუთი, ექვსი, შვიდი და მეტი ადამიანია ფრონტზე წასული. წარმოუდგენელია ამ ადამიანების არ დაფასება. ვეტერანები იმსახურებენ, გვახსოვდეს მათი თავდადება, იმსახურებენ იცხოვრონ ღირსეულ საქართველოში.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ერთიანი და ისეთი, როგორიც ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტს სურდა ყოფილიყო!”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია – ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა მებრძოლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი