დავით ფაცაცია – ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა მებრძოლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს

“ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა მებრძოლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. სწორედ ჩვენმა ქვეყანამ გაიღო უდიდესი მსხვერპლი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელ ომში და თითოეული ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ თოთოეულ გმირს, დავაფასოთ მათი თავგანწირვა, რითაც იხსნეს მომავალი თაობები სასტიკი ბოროტებისგან.
ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ცოცხალ გმირებს – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დიდი პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ერთიან საქართველოში.
მადლობა გამარჯვებისთვის!
გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!”- წერს დავით ფაცაცია.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – თავმოყვარეობა ვინმეს შერჩა ამ ხელისუფლებაში, თუ კოლექტიურ კობახიძეებად იქეცით?
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ვეტერანები იმსახურებენ, რომ არასოდეს დავივიწყოთ მათი გმირობა