ნინო ბურჯანაძე: “ნაციონალების” ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან ეს გამორიცხულია

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელსაც თავისი ბოლო მომხრეც კი გამოყავს არჩევნების და მასობრივი შეკრებების დროსაც.

მისი თქმით, ხალხი, რომელიც “ვარდების მოედანზე” შეიკრიბა, არის ის ძალა, რომელიც რეალურად უჭერს მხარს, თუმცა ბურჯანაძერ მიიცნევს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“რაც თქვენ ნახეთ რუსთაველის გამზირზე და ვარდების მოედანზე, ეს არის ის რაოდენობა, რომელიც “ნაციონალებს” უჭერს მხარს და არაა ის რაოდენობა, რომელიც მათ, ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს. ასე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმე ტიპის პანიკის საფუძველი არის. არ შეცდეთ” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაარჩინა “ნაციონალური მოძრაობა” და შემოინახა ზუსტად იმისათვის, რომ ამ არჩევნებზე გამოეყენებინა.

“მინდა გავაკეთო განსაკუთრებით ჩემი მომხრეების მობილიზაცია და ვუთხრა ამ ადამიანებს: ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს და ყველა ხმა მნიშვნელოვანია.

ნამდვილად ვიცი და ამისი მტკიცება არ მჭირდება, რომ იმაზე გაცილებით მეტი ხმა გვაქვს, ვიდრე გვიცხადებენ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები და მე ვერ ვხედავ რაღაც მასშტაბური აქციების მოწყობის აუცილებლობას, მაგრამ არც “ქართული ოცნება”, რომელიც ჰაერში დაფრინავს და არც – “პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც ამბობს, რომ 30% აქვთ უკვე (მათ, ალბათ ასე სჯერათ).

ნამდვილად კარგად ვიცი, რომ “თავისუფალი დემოკრატები” არა თუ ვერ გვისწრებენ, არამედ მათ, მესამე რეიტინგიც არ აქვთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ აქვს ის რეიტინგი, რამდენსაც წერენ.

ძალიან კარგად ვიცი ბევრი სხვა რამ და ისიც, რომ “ოცნებამაც” და “ნაციონალებმაც” იციან ჩვენი რეიტინგიც” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე დაკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატია„პაატა ბურჭულაძე- მოძრაობა ხალხისთვის” ქობულეთში 60 წევრმა დატოვა