ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება არ მოდის მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებაზე და ის ლაპარაკობს მხოლოდ 100/50-ზე პრინციპზე

„ყველა კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი ნამდვილად არ არის, კითხვები, რომლებიც აქვს ოპოზიციას, არის ლეგიტიმური“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წინადადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, დაიტოვოს მექანიზმი, რომ თუ რეალურად 40%-ზე ნაკლები ექნება, საჭირო ხმების რაოდენობა მაჟორიტარების ხარჯზე შეავსოს.

„საუბარი უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი ისაუბრეს ბატონმა არჩილმა და ბატონმა კობახიძემ ე.წ. ჩამკეტ მექანიზმზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები კვლავ რჩება.

ერთი ნამდვილად პოზიტივია, რომ 40%-თან დაკავშირებით ხელისუფლება გვეთანხმება, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩამკეტი მექანიზმები ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ – ერთის მხრივ 40%-ზე დათანმხება გარკვეულწილად მერე არ დაბალანსდეს მაჟორიტარების დიდი რაოდენობით და ჩვენ ამ საფრთხეს ძალიან აშაკარდ ვხედავთ.

ის რომ, ხელისუფლება არ მოდის მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებაზე და ის ლაპარაკობს მხოლოდ 100/50-ზე პრინციპზე, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისიფლებას უნდა, დაიტოვოს მექანიზმი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეალურად 40%-ზე ნაკლები ექნება, მან შეავსოს საჭირო ხმების რაოდენობა მაჟორიტარების ხარჯზე.

ეს ნამდვილად სერიოზული საფრთხეა და ამიტომ არის, რომ ოპოზიცია ყოველთვის ითხოვდა ორ კომპონენტს საარჩევნო სისტემის ცვლილებების დროს. ერთი ის, რომ 40%ით განისაზღვროს მთავრობის დაკომპლექტების მინიმუმი ხმების აუცილებლობა, არჩევნებზე მიღებული პროპორციული და მეორე, რომ მაქსიმალურად მაღალი იყოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და ნაკლები მაჟრიტარული დეპუტატების რაოდენობა.

ყველა კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი ნამდვილად არ არის, კითხვები, რომლებიც აქვს ოპოზიციას, არის ლეგიტიმური. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი სურვილი არა აქვს ოპოზიციას, ჩაიშალოს ეს მოლაპარაკებები იმიტომ, რომ ნამდვილად შედის ჩვენს ინტერესში ის, რომ სისტემა შეიცვალოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია-სისტემა შეიცვალოს არსობრივად და არა მხოლოდ ფორმალურად“, – განუცხადა „ქრონიკას“ ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
შემდეგი სტატია„ავერსი-ფარმა არ გვაძლევს საშუალებას ინფექციურ საავადმყოფოში რემონტი ჩავატაროთ“