ნიკოლოზ სამხარაძე: მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ძალიან მალე ჩაინიშნება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ძალიან მალე ჩაინიშნება.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები ფასილიტაციას გააგრძელებენ.

„ამერიკა და ევროკავშირი ისევ თავის ადგილზე არიან. ისინი გააგრძელებენ ფასილიტაციას. თუ ოპოზიციიდან მოდის დიალოგთან დაკავშირებით გზავნილი, ეს არის ძალიან კარგი. თუ ისინი არიან დიალოგისთვის მზად, ესე იგი ნიშნავს, რომ მეხუთე რაუნდი ძალიან მალე ჩაინიშნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის დიალოგისთვის და ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყონ პროცესის დეესკალაციას.

banner
წინა სტატიაშილიეტუვა და ევროკავშირი კიდევ უფრო აქტიურები იქნებიან იმ კრიზისულ სიტუაციაში
შემდეგი სტატიაიან კელი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს