იან კელი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

იან კელი

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, twitter-ზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

ის წერს, რომ ღარიბაშვილს შეუძლია აირჩიოს ან კონფრონტაციის გზა, რომელიც პარტიის რეპუტაციას დააზიანებს, ან დიალოგის გზა.

“საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გზაჯვარედინზე დგას. მას შეუძლია აირჩიოს კონფრონტაცია, რაც მისი მთავრობის რეპუტაციას დააზიანებს ან აირჩიოს დიალოგის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს მას. კარგად აირჩიე ბატონო ღარიბაშვილო”,-წერს იან კელი.

იან კელი ასევე წერს, რომ აუცილებელია ორივე მხარემ წარსულში დაპირისპირებები გვერდზე გადადოს და ახლებურად შეხედოს იმას თუ რა სჭირდება ქვეყანას.

“ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს წარსულის დაპირისპირებები და ახლებურად შეხედონ, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავალში.

თუ ჩვენ შეგვიძლია ამ დიალოგს ხელი შევუწყოთ, ჩვენ ამას ვიზამთ, მაგრამ საქართველოში ლიდერებმა თავად უნდა გააცნობიერონ, რომ პროცესები შორს წავიდა და პროცესების გადატვირთვა საჭიროა”,-წერს იან კელი.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ძალიან მალე ჩაინიშნება
შემდეგი სტატიაკორტნი: პრემიერად ღარიბაშვილის დაბრუნება მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მოვლენებს აკონტროლებს