ნიკა მელია “ოცნებას”: შემოვედი ამ დარბაზში, რათა თითოეული თქვენგანი, სათითაოდ გაგიყვანოთ აქედან

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი პარლამენტში შესვლის მიზეზია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოდან გაიყვანოს.

როგორც მელიამ სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში განაცხადა, ამის შემდეგ საზოგადოებას ნამდვილი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობა ექნება.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პარლამენტის ტრიბუნასთან მისასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მოუწია.

„ყველას, გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ძალიან კარგად ესმის, ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს, ეს რომ სხვაგვარად იყოს, ალბათ გასაკვირი იქნებოდა, რადგან ამ დარბაზში მსხდომთა ძალიან დიდმა ჯგუფმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაში. თუმცა ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ხალხი, რომელიც იძულებულია, ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს თანაც ისე, რომ, იცოდეს ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, არ შეესაბამება, არ გამოხატავს, არ ასახავს მათ ნება-სურვილებსა და მისწრაფებებს. ჩემთან მიმართებაში ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ და ვეცდები გიპასუხოთ. ერთ-ერთი კითხვა, რაც გაინტერესებთ ალბათ, რატომ ვარ დღეს მე აქ? ერთადერთი ის, რის გამოც დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა – მალე დავტოვოთ ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ, ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად.

მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლბა, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმელია “ქართულ ოცნებას”: 1 წამით არ ჩათვალოთ, რომ თქვენზე გაბრაზებული ვარ
შემდეგი სტატია“რაც უნდათ ის უქნიათ და თავში ქვა უხლიათ”- დავითულიანი ენმ-ზე