მელია “ქართულ ოცნებას”: 1 წამით არ ჩათვალოთ, რომ თქვენზე გაბრაზებული ვარ

“ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად, ამიტომ, როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მე მოვიხსენი, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ამასთან, როგორც მელიამ საკანონმდებლო ორგანოში თქვა, ის “ოცნებაზე” გაბრაზებული არ არის.

“ერთი წამით არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენზე გაბრაზებული ვარ, ერთი წამით არ ჩათვალოთ, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც როგორც მაუზერიანმა ბოლშევიკებმა მიიღეთ ორჯერ გადაწყვეტილება, იგივე ხდებოდა 30-იან წლებში როცა ხვრეტდნენ თავიანთ კოლეგებსაც კი. მე თქვენ არ აღგიქვამთ, როგორც კოლეგებს, როგორც პოლიტიკოსებს, მართლა არ აღგიქვამთ, ერთხელაც არ გამჩენია სურვილი თქვენთან ტელედებატებში მოხვედრის”. – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი სტუდენტებს – ქვეყანას აკლია წარმატების ბევრი მაგალითი, ეს კი თქვენ ხართ
შემდეგი სტატიანიკა მელია “ოცნებას”: შემოვედი ამ დარბაზში, რათა თითოეული თქვენგანი, სათითაოდ გაგიყვანოთ აქედან