ნიკა სიმონიშვილი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ – ამ ეტაპისთვის არ შემიძლია რაიმე ეჭვი შევიტანო ამ სამსახურის საქმიანობაში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპისთვის არ შემიძლია რაიმე ეჭვი შევიტანო ამ სამსახურის საქმიანობაში, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

როგორც სიმონიშვილი განმარტავს, თუ საჭირო იქნება კრიტიკას არ მოერიდება და ამასთან „არც თანამშრომლობაზე დაზარდება“.

„ამ ეტაპისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპისთვის არ შემიძლია რაიმე ეჭვი შევიტანო ამ სამსახურის საქმიანობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, აქტიურად მივადევნებთ თვალს სამსახურის საქმიანობას. ჩვენი მიზანია, რომ ეს ინსტიტუცია ძლიერი იყოს. თუ საჭირო იქნება არც კრიტიკას მოვერიდებით და არც თანამშრომლობაზე დავზარდებით“, – აღნიშნავს სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე – ეს სიცრუეა – იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში
შემდეგი სტატიასანდრო რაქვიაშვილი – გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა ოპოზიციის დასუსტებისკენ არის მიმართული, რეკომენდაციების ნაწილსაც კი არ ასრულებს, მისი პროევროპულობის არ მჯერა