ნიკა მელია : თურმე ივანიშვილის ,,დავალებით” ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით

“კაგებეს” მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ”,-  ასე ეხმაურება ” ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მასთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანის გაკეთებულ განცხადებას.

“თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე – ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია. დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის ,,დავალებით” ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით. კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!”,-  წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა
შემდეგი სტატიავაშაძის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება, რადგან ხელისუფლება მეგობრებს მტრად აცხადებს