ნიკა მელია : ბნელ 90-იანები , ბრმა ტყვია, რომელსაც ქალი ემსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა გაისროლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია წერს, რომ გუშინ, 19 აპრილს, ბრმა ტყვია, რომელმაც ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა გაისროლეს.

“კომენდანტის საათია.

ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.

და მერე რა ხდება?

როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს! კლავს მოხუცი დედის თვალწინ!!

ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე” – წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სამეგრელოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა