საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 93 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4782 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : ბნელ 90-იანები , ბრმა ტყვია, რომელსაც ქალი ემსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა გაისროლეს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში 140 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კვლავ რჩება 301 ადამიანი