ნიკა მელია: არცერთი სიტყვა არ თქმულა სტუდენტებზე, დაბრუნებულ ემიგრანტებსა და დევნილებზე

“უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რა ტყუილი არ მოგვისმენია , რაფუჭი დაპირება არ გაუცია მილიარდელს და მის მთავრობას, მაგრამის რაც გუშინ იკადრეს, არ უკადრებიათ აქამდე არც საკუთარითავისთვის და რაც ყველაზე მტკივნეულია, არც საკუთარი თავისთვის. მათ გუშინ ძალინ ბევრი ადამიანი, რომელიც დახმარებისმოლოდინშია, არც უხსენებით, სათვალავშიც არ ჩააგდეს. ენითაღუწერელი კადნიერებაა ის, რაც გუშინ გახარიამ საზოგადოების დიდნაწილს აკადრა.

გარდა ამისა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გახარიამ ისაუბრა რიცხვებზე, პროცენტებზე და ა.შ. თუმცა ბიუჯეტი, საგანგებო ბიუჯეტი ჯერ არ აქვთ. გუშინდელიპრეზენტაცია თავიდან ბოლომდე იყო პროპაგანდა და რამდენიმე დღით თავიანთინაკლოვანების გადაფარვას ემსახურებოდა. ეს ნიშნავს, რომ დახმარებას მაისის ბოლომდევერავინ მიიღებს.

სოფლის მაცხოვრებლებზე, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არცერთი სიტყვა არუთქვამთ გუშინ. ამოშალეს საერთოდ. არადა როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ მათ ახლადახმარება.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, პრემიერმა თქვა, რომ ისინი მიიღებენ 4ჯერ ნაკლებდახმარებას, ვიდრე დასაქმებულები. მათ თქვეს რომ 840 ათასი თვითდასაქმებულისთვის 75 მილიონი ლარი გამოყვეს, სინამდვილეში კი ეს თანხა მხოლოდ 240 ათასითვითდასაქმებულისთვისაა საკმარისი. ამის გამოთვლა მარტივია – გადაამრავლეთ 240 ათასი300 ლარზე.

არცერთი სიტყვა არ თქმულა სტუდენტებზე, დაბრუნებულ ემიგრანტებსა და დევნილებზე.

ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ბიუჯეტი. ამიტომ, მოგმართავთ ხელისუფლებას, შემოიტანეთ პარლამენტში ბიუჯეტი დასამტკიცებლად თუ ამის თავი გაქვთ”,-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლოტიკური საბჭოს  თავმჯდომარე ნიკ მელია

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება
შემდეგი სტატიაგალის რაიონში სწავლა 4 მაისს დაიწყება