ნიკა გვარამიას პერიოდში რუსთავი2-ის სარეკლამო შემოსავალი იყო 35 მილიონზე მეტი, ქიბარ ხალვაშის დროს – 14 მილიონი, აშკარაა ვინ დააზიანა ტელეკომპანია – საძაგლიშვილი

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ადვოკატი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა. როგორც დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამიასთან ის ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებებზე ისაუბრებს.

საძაგლიშვილმა ასევე ისაუბრა ნიკა გვარამიას საქმის დეტალებზე და თქვა, რომ ბრალდება უკანონოა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თუკი ვინმემ ტელეკომპანია რუსთავი ორი დააზიანა, ეს ხელისუფლებაა, ქიბარ ხალვაშის ხელით.

“სრულიად აბსურდია საუბარი თანხის გაფლანგვაზე ძალიან მარტივი შედარება შემიძლია გავაკეთო – 2015 წელს, ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში, რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავალი იყო 35 მილიონ ლარზე მეტი. 2020 წელს, როცა ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა კომპანია, სულ რაღაც 14 მილიონი ლარი მიიღო რუსთავი 2-მა სარეკლამო შემოსავალი. აშკარაა, რომ თუ ვინმემ დააზიანა და დაანგრია ტელეკომპანია რ2 ეს არის ხელისუფლება ქიბარ ხალვაშის ხელით”,-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის მოთხოვნას, საძაგლიშვილმა თქვა, რომ ის ნიკა გვარამიას მიმართ ახალ სარჩელს არ გამორიცხავს.

“ჩვენ არ გვიკვირს ქიბარ ხალვაშისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც უნისონშია ერთმანეთთან, ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების ხელში საშუალება, რომ საჭირო დროს რაღაც საჩივარი დაწეროს, ან პროკურატურაში, ან სასამართლოში”,-თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
შემდეგი სტატიამარიუპოლის თავდაცვის 83 დღე ისტორიას დარჩება, როგორც 21-ე საუკუნის თერმოპილე – პოდოლიაკი