ნიკა გვარამია: ეთიკის საბჭო იმსჯელებს გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტზე და გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებთ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაბათის კურიერში გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. გვარამია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, გუშინწინდელი შაბათის კურიერის შემდეგ, ბევრმა, მათ შორის, გულშემატკივარმა და ჩვენთვის ანგარიშგასაწევმა ადამიანმა მომმართა გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტის გამო, სადაც ის ეხება ნათია გუჯაბიძის მანტიის გახდის საკითხს. ძირითადად, შენიშვნა ეხებოდა ტექსტის სექსისტურ შინაარსს.

ჩემი პოზიცია მაქვს ამ საკითხზე, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ განვავრცო ეს საკითხი მეტად.

გთხოვთ, მოგვმართოთ რ2ის თვითრეგულირების მექანიზმს (ეთიკის საბჭო), სადაც ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებთ.

მომართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. ჩვენი პრაქტიკით, დაინტერესებული მხარე განიმარტება ფართოდ და მოიცავს ამ შემთხვევაში არა მარტო, მაგალითად, პირადად ქალბატონ გუჯაბიძეს, არამედ ნებისმიერ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე უფლებამოსილია ამ საკითხზე რეაგირება მოითხოვოს“, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ შაბათის კურიერში მსგავის განცხადება გააკეთა: „ცუდია რომ ნიკა გვარამია არ აყვა ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა? არა მგონია მანტიის ქვეშ რაიმე დიდად საინტერესო დაგხვედროდა, მაგრამ მაინც…”

banner
წინა სტატიაშიანზორ ჩუბინიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს
შემდეგი სტატიალევან ვასაძე: “რუსთავი 2’’- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა