ანზორ ჩუბინიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანზორ ჩუბინიძემ შეთავაზება პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო და ცვლილება არჩვენებამდე განხორციელდება.

ანზორ ჩუბინიძემ შსს მინისტრის პოსტზე შეთავაზება ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შემდეგ კი მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა მაშინ ჩუბინიძემ მინისტრის პორტფელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ამ დროისთვის უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას შს ამჟამიდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

წყარო: primenewsgeorgia.ge

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს ეკონომიკის საქმე, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ეთიკის საბჭო იმსჯელებს გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტზე და გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებთ