ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან 9 საქართველოს მოქალაქეა

ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან 9 საქართველოს მოქალაქეა. ფაქტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

„30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია.

უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა”- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისისთვის ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია. მისი ისტორიით, მნიშვნელობით, შინაარსით და სანახაობების მრავალფეროვნებით
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის