NGO-ების ხარჯები გაუმჭვირვალეა, რაც რისკებს ქმნის, პატარა ქვეყანა ვართ – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მორალური ვალდებულება აქვთ, რომ საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. მან არასამთავრობოები დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულა და მაგალითად “ფაქტჩეკი” მოიყვანა.

კობახიძე ამბობს, რომ ასეთი არასამთავრობოები “რადიკალურ ოპოზიციასთან” არიან კავშირში და პოლიტიკური ინტერესები აქვთ.

“არის რამდენიმე ენჯეო ყველაზე მდიდარი ენჯეო, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან და რა თქმა უნდა, როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, მითუმეტეს მათ აქვთ მორალური ვალდებულება საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს რაც რისკებს ქმნის, ჩვენი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა, პატარა სახელმწიფო, ბუნებრივია მოწყვლადია სხვადასხვა ტიპის რისკების მიმართ, ასეთ დროს გამჭვირვალობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმევლუთ ჩავუშოღლუ – სომხეთმა პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიატოივო კლაარი – ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად, ორივე მხარესთან კონტაქტზე იმყოფება