„ნეტა ასეთი წარმატებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ბევრი დასრულდეს საქართველოში“

ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციად მიაჩნია, ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები დეპუტატ გია ჟორჟოლიანს.

ქართული ოცნების წევრი ფიქრობს, რომ მესამე სექტორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

აუქციონს, სადაც 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიყიდა წარმატებულად და გამჭვირვალედ, აფასებს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ზურაბ ტყემალაძე.

„ნეტა ასეთი წარმატებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ბევრი დასრულდეს საქართველოში,“ – აღნიშნა ტყემალაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ბათუმისა და თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული.

მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან თავისუფალი დემოკრატებიც.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ” – პრემიერი “არჩევანში”ეკონომიკის მინისტრის სტუმრობას ეხმაურება
შემდეგი სტატიამთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს