“არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ” – პრემიერი “არჩევანში”ეკონომიკის მინისტრის სტუმრობას ეხმაურება

დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილმა აწარმოე საქართველოს ფარგლებში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და საჯარო მოხელეებს ამ კუთხით, მოსახლოების მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა.

კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანსაც გამოეხმაურას, სადაც სტუმრად ეკონომიკის მინისტრი იყო მიწვეული.

„მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მე მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით.

„ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში პროექტების დაფინანსებას და დღეს გამოგვაქვს სამი პროექტი ამ მიმართულებით, ამ პროექტის ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა, ამ პროექტის ფარგლებში მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს, 7 ათას 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. ნაწილობრივ, ეს პროექტები დიდ ნაწილში უკვე ფუნქციონირებს, ნაწილობრივ, ჯერ კიდევ იმყოფება იმ ორწლიან ვადაში, როდესაც კომპანიებმა უნდა დაასრულონ საწყისი ინვესტიციები, რათა დაიწყოს ფუნქციონირება. მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის ჩვენს საზოგადოებამდე მიტანის პროცესში,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ სავიზო ლიბერალიზაცია განხორციელდება“
შემდეგი სტატია„ნეტა ასეთი წარმატებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ბევრი დასრულდეს საქართველოში“