Nestle 50 მილიონის ღირებულების მაკარონს გაანადგურებს

კომპანია Nestle 50 მილიონის ღირებულების მაგის მაკარონს გაანადგურებს იმის შემდეგ რაც ინდოეთის მთავრობამ ის აკრძალა.

პროდუქციის ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა დამატებითი სახსრები.
«უნდა გავითვალისწინოთ დამატებითი ხარჯები, მაგალითად, პროდუქციის ბაზრიდან გამოწვევა, ლიკვიდაციის პუნქტებამდე მიტანა, განადგურების პროცესი და ა.შ» – ნათქვამია Nestle-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ინდოეთის კვების რეგულაციის სამსახურმა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშად აღიარა და კომპანია Nestle სამეწარმეო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულა.
კომპპანია გადაწყვეტილების მუმბაის უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, სადაც «ინდური კანონების ინტერპრეტაციაზე» განმარტებებს მოითხოვს.
რამდენიმე ხნის წინ Nestle-მ მაგის პროდუქციის მაღაზიებიდან ამოღება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე შტატში პროდუქციაში ტყვიის შემადგენლობა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პროდუქციაში გემოს გამაძლიერებელის დაშვებულ ოდენობაზე მეტი იყო გამოყენებული, რაც შეფუთვაზე არ იყო გამოტანილი.
«ნესტლეს» ხელმძღვანელი პოლ ბალი ლაბორატორიული ტესტების შედეგების შესწავლას აპირებს, მან ასევე პირობა დადო, რომ პროდუქციას თაროებზე დააბრუნებს.
ბალის თქმით, კომპანიას გემოს გამაძლიერებელი არ გამოუყენებია, უბრალოდ, რამდენიმე ინგრედიენტი მას თავისთავად შეიცავს.
სწრაფი მომზადების მაკარონი ინდოეთში 1983 წელს გამოჩნდა და მოსახლეობაში ძალიან პოპულარიულია.
«ნესტლეს» პროდქცია ინდოეთის ბაზრის 80%-ს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: აქ არ გამოცხადებულა ევაკუაცია
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: საშიში უბნებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია