მინდია ჯანელიძე: საშიში უბნებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

“საშიში უბნებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია,” – კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე, მოსახლეობისთვის განმარტებებს აკეთებს.

ჯანელიძის განცხადებით, მოსახლეობაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რეალურად კი მოქალაქეებს პანიკის მიზეზი არა აქვთ.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადღაც არის დაგუბებული ტბა ვერეს ხეობაში. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თავის დაზღვევის მიზნით მოვარიდეთ მოქალაქეები სარისკო უბნებს,” – ამბობს მინდია ჯანელიძე.

როგორც კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, დღეს ისეთი ძლიერი ნალექი, როგორიც იყო მოსალოდნელი, არ არის. თუმცა, ჯანელიძის თქმით, “პროგნოზი არის წვიმიანი” და ხელისუფლება ამინდის გაუმჯობესებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიNestle 50 მილიონის ღირებულების მაკარონს გაანადგურებს
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა