ნესტან კირთაძე:”განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ქართულ–აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე ეხმიანება.

kirtaZe

“როგორც ჩემი კოლეგები მატყობინებენ, უნივერსიტეტში უმართავი პროცესები და სრული ქაოსია.
თსუ, პოლიკური გავლენებისათვის ბრძოლის ასპარეზად იქცა, სადაც, როგორც ჩანს, სტუდენტების გულწრფელი ემოციები და სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები, ამჯერად, მხოლოდ ,, შესაფერი” ფონია იმისათვის, რომ ,, ვიღაცამ ” იქ თავისი ,,წესრიგი” დაამყაროს.
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მთელ ამ პროცესზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის რექტორი და ორივე საბჭო…

ვფიქრობ, ახლა დაპირისპირებულმა მხარეებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ და ფართო წარმომადგენლობით, სტუდენტების ფართო ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით კონსულტაციების მაგიდას მიუსხდნენ.
არ ვიცი, რამდენად შესაბამისობაში მოვა კანონთან ,,განათლების შესახებ”, მაგრამ ღირს ფიქრად არსებობდეს კანონი ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ”…
ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან გავითარების განსაკუთრებულ ფორმატს და ყურადღებას იმსახურებს.
ეს საქართველოს დედა უნივერსიტეტია.
ქართველმა მამულიშვილებმა მისი დაფუძნებით მოამზადეს 1918 წლის 26 მაისი…
მშვიდობას და გამარჯვებას ვუსურვებ
ჩვენს სტუდენტობას და უნივერსიტეტს!
მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!

 

 ქართულ–აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება
შემდეგი სტატია„ჩვენი საზოგადოების პირველი ამოცანაა, რომ ის კაცი და გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ვინც ამ სიბინძურით არის დაინტერესებული”