„ჩვენი საზოგადოების პირველი ამოცანაა, რომ ის კაცი და გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ვინც ამ სიბინძურით არის დაინტერესებული”

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

საპარლამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურს ჩამოერთვას პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, ის სააგენტოდ ჩამოყალიბდეს და ანგარიშვალდებული იყოს პირდაპირ პრემიერმინისტრთან. საპარლამენტო უმცირესობა ასევე ოდეერების ინსტიტუტის სრულად გაუქმებას ითხოვს

„ჩვენი საზოგადოების პირველი ამოცანაა, რომ ის კაცი და გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ვინც ამ სიბინძურით არის დაინტერესებული. აუცილებელია ქვეყანაში სრულფასოვანი რეფორმის ჩატარება, რათა გამოირიცხოს ან ძალიან შემცირდეს რისკები სამართალდამცავი ორგანოების და სპეცსამსახურების მხრიდან ასეთ სიბინძურეში ხელის ჩაყოფის,“ – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ.

პირადი თავისუფლების აქტი – დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პრინციპი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული. უმცირესობის თქმით, სუს-ს მხოლოდ კონტრდაზვერვითი, ანტიტერორისტული და ექსტრემისტულ დანაშაულთან ბრძოლის უფლებები უნდა მიეცეს.

banner
წინა სტატიაშინესტან კირთაძე:”განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას”
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძის გათავისუფლება – მონიტორინგის საბჭოს დასკვნას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არ იზიარებს