ნეაპოლში იტალიელ ახალშობილს მშობლებმა ხვიჩა დაარქვეს

იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ ახალშობილს, ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივარმა მშობლებმა, შვილს ხვიჩა დაარქვეს.

ნეაპოლის პირველი თამაშებიდან, ხუმრობითაც კი ამბობდნენ: “ვინ იცის, რამდენი შვილი დაიბადება, სახელად ხვიჩაო”. ასეც მოხდა, ნეაპოლში დაიბადა პირველი ბავშვი, სახელად ხვიჩა, უფრო ზუსტად კი – დანიელე ხვიჩა.

დანიელე ხვიჩა დაიბადა 31 მარტს და არის არმანდოსა და კლარას ვაჟი, როგორც ნაპოლის ფანები, ასევე ლურჯი მაისურის მოყვარულები.

ნეაპოლში კვარა-მანიამ პირველივე წუთებიდან იფეთქა, როცა ქალაქში ფეხი ქართველმა ნიჭმა დადგა და ახლა მარადონას კვალს გაჰყვა ნეაპოლელების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ დიეგო არმანდო მარადონას დროს ბევრმა ბავშვმა მიიღო არგენტინელი ვარსკვლავის სახელი, რომელმაც მოაგვარა ნეაპოლის მდგომარეობა. 2023 წელს კი სცენა განმეორდა.

ახალშობილის მამამ, არმანდომ მისი და მეუღლის არჩევანზე ისაუბრა:

„ნეაპოლის დიდი გულშემატკივრები ვართ და როგორც ჩემი სახელიდან ხედავთ მამაჩემიც იყო ამ გუნდის გულშემატკივარი. დავიბადე 1986 წელს, ჩემი სახელი მშობლებმა შეარჩიეს – დიეგო არმანდო მარადონა“.

ავტორი: მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარია: დიასპორასთან ურთიერთობისას საჭიროა გავითვალისწინოთ ამ კუთხით მდიდარი პრაქტიკის მქონე მოწინავე ქვეყნების გამოცდილება
შემდეგი სტატიაცნობილი რუსი პროდიუსერი, იოსიფ პრიგოჟინი ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს