NDI-ის კვლევის თანახმად, დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად აფასებს

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად აფასებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% უსუფაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, ხოლო 14 % ძალიან ცუდად.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად 34% აფასებს, ხოლო ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას – 6%.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
შემდეგი სტატიახვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13 % – ” ნაციონალურ მოძრაობას”