NDI- გამოკითხულთა 57% ხმას იგივე პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელსაც 2012 წელს მისცა

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე აპირებთ თუ არა რომ იგივე პოლიტიკურ პარტიას მისცეთ ხმა, ვისაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით, გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ აპირებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% ხმას არ მისცემს იგივე პოლიტიკურ ძალას, ხოლო 7% არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა, ხოლო პასუხზე უარი თქვა 4%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიNDI: მოსახლეობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია; არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია
შემდეგი სტატიამინდია გოგოჭურისთვის ნასამართლეობის ცნობის დაგვიანებას შს მინისტრის მოადგილე რამდენჯერმე ნასამართლეობის უკავშირებს