NDI – გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ს კვლევით, კითხვაზე, როგორ ვითარდება ქვეყანა, მონაცემები ასე გადანაწილდა:

სწორი მიმართულებით 25%
არასწორი მიმართულებით 44%
საერთოდ არ იცვლება 22%
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიNDI – 47% ვაქცინაციაზე ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას ენდობა
შემდეგი სტატიაგაბუნია – ცალსახად დგას აუცილებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამაზე საინფორმაციო კამპანია იყოს მეტად აქტიური