NDI: მოსახლეობის 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 34% თვლის თავს დასაქმებულად, 66% კი თავს უმუშევრად მიიჩნევს.

კვლევის თანახმად, აღნიშნული 66%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 27% თვლის, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 5% უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს, 33% თავს არააქტიურ სამუშაო ძალად მიიჩნევს.

NDI კვლევის შედეგებს სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ წარადგენს. კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. გამოკითხულია 4 448 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი კი პლიუს-მინუს 3%-ია.

banner
წინა სტატიაში„სასკოლო მზაობის პროგრამაზე“ რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიაეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს “სოკარი” გადაიხდის