ნაზღაიძის საქმე – საკრებულოს უმცირესობამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო 11 სასამართლო პროცესი გადაიდო

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო 11 სასამართლო პროცესი გადაიდორუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის 1 მილიონის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს უმცირესობამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ განაცხადა სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ და მიუთითებენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში იყვნენ.

”ყველამ გაიგო ეს თემა, ყველამ იცის უკვე ნაზღაიძესთან დადებული საეჭვო და კორუფციული გარიგება, მაგრამ ვერ გაიგო ერთმა კაცმა, ამ კაცს ჰქვია დავით ნარმანია. ჩვენ ავუხსენით საერთაშორისო ორგანიზაციებს, მისი და მთავრობის დანაშაულებრივი საქციელი,“ – განცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის – თბილისის თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მარინა დათუკიშვილის თქმით, თბილისის მერს კანონი არაფრად მიაჩნია.

“ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია მერიაში არსებულ ზღვარ გადასულ კორუფციაზე, თავხედობაზე. როდესაც თბილისის მერი ამბობს, რომ მას კანონი არაფრად მიაჩნია და ის გადაწყვეტს, როდის მოვიდეს და როდის გამოუშვას თანამშრომლები საკრებულოში,“ – აღნიშნა დათუკიშვილმა.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, თბილისის მერს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.

“მერს გვინდა შევახსენოთ რომ, ეს პოლიტიკური შოუ კი არ არის, ჩვენ ვართ პოლიტიკურად ძალიან პრინციპულები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემა,“ – აღნიშნა სამნიძემ.

ოპოზიცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ბიუჯეტის ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც თბილისის მერია ცდილობს, რომ კონკრეტული ცვლილებები მთავარ საფინანსო დოკუმენტში ისე განახორციელოს, რომ საკრებულოს თანხმობა ამისთვის საჭირო აღარ გახდეს.

“ნარმანია, რომელიც აშკარად გააძველბიჭეს, გამოდის და დემონსტრაციულად არღვევს კანონს და დეკლარირებას ახდენს, რომ აი მე პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღე. ის როგორც ჩანს, გააქეზეს და გააქეზეს კანონების დარღვევაზე და ჩვენ ამ საკითხს არ ვეშვებით,“ – აღნიშნა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცს, რომელიც ობამას მოკვლით იმუქრებოდა, 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატია,,ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის კომფორტის შექმნაში’’