მასაჩუსეტსის შტატის სასამართლომ ქალაქ მენსფილდის მკვიდრს ენდრიუ ო’კიფს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ო’კიფმა გამოძიების ფედერალური ბიუროს საიტზე განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოკვლას აპირებდა. განაჩენის გამოტანის მომენტისთვის 31 წლის ო’კიფი უკვე დაკავებული იყო ნახევარი წლით, ამიტომ, ის სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს. გასული წლის დეკემბერში ბრალდებულმა ბრალი აღიარა.