ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ბერაიას შემადგენლობით, ასამბლეის დემოკრატიული მმართველობის ქვე-კომიტეტისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქვე-კომიტეტის ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში და ქალაქ ქარლისელში, 18-22 სექტემბერს იმართება.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები საერთაშირისო კვლევით ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდებიან, რომლებიც ისეთ თემებზე მუშაობენ როგორიცაა: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავება.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა განაგრძობს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას
შემდეგი სტატიაკანონმდებლები დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ