,,ნატო მზად არის დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება “

ნატო მზად არის დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება, რაც ალიანსის მიერ ჩატარებულმა ყველაზე მასშტაბურმა სამხედრო წვრთნებმა დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთში გააკეთა.

ამჟამად იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს, 36 ათასი სამხედრო პერსონალის მონაწილეობით.

მანევრების ჩატარების მიზეზად კი ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და რუსეთის მიერ ბალტიის ზღვაში სამხედრო ძალის გაზრდა დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიმე არ მითქვამს კახი კალაძეზე ”პანკისელი თხა” – სკანდალური ნატო ხუციშვილის განმარტება
შემდეგი სტატიარუმინელები კორუმპირებული მაღალჩინოსნების დათხოვნას ითხოვენ