ნათია მეზვრიშვილი – ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას

ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა 1-ლი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ლი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გაგრძელდება.
„იგულისხმება არა მხოლოდ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, არამედ მე-7 დან მე-12 კლასების ჩათვლით. რაც ყველაზე მთავარია, იქ სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და პირველი ოქტომბრიდან გრძელდება სწავლა ფიზიკურად საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე დისტანციურად გაგრძელდება სწავლა და უკვე კონკრეტულ დეტალებზე, სად, როგორ, რანაირად და რა წესების დაცვით განათლების მინისტრი ისაუბრებს დეტალებზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიაბედის ანაბარა დატოვებული მეხანძრე-მაშველები