ნათია მეზვრიშვილი – აჭარის რეგიონში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, გარკვეული დროით მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

„ვსაუბრობდით წერტილოვან და ლოკალურ შეზღუდვებზე და აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ხვალიდან, აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული ეტაპი, მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ამის საჭიროება იქნება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად ხორციელდება
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ