ნათია მეზვრიშვილი – ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 24, 2020 14:38

ნათია მეზვრიშვილი – ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ

მნიშვნელოვანი

  • ნათია მეზვრიშვილი - ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ

სხვა სტატიები

ეტაპებს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რათა ნათლად წარმოჩინდეს, რომ მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ. დღეს რეალურად ვიმყოფებით ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე , ეს სტადია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რაზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ეს არის სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელება, კლინიკური მართვა და ეს გახლავთ სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ აქტივობაში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზნობრივი ტესტირება ხდება სიმპტომიანი პაციენტების, გეგმიური ტესტირება კი უტარდებათ მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პირებს.

“მოკლედ მოგახსენებთ თითოეული რას გულისხმობს, ბუნებრივია, როდესაც სწრაფ გამოვლენაზე და გავრცელების შენელებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გაცილებით ეფექტიანად ვმართავთ ცხელების ცენტრებს, გაცილებით ეფექტიანად მუშაობს 112, ინტენსიურად ხდება კონტაქტების დადგენა და იზოლირება. ვიყენებთ კარანტინს, როგორც ვირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთ საშუალებას. ტესტირებას ხედავთ, რომ ფართომასშტაბიანად ვატარებთ, მიზნობრივი ტესტირება ხდება სიმპტომიანი პაციენტების, გეგმიური ტესტირება ხდება მაღალი რისკ ჯგუფების, რაოდენობასაც ხედავთ, რომ გაზრდილია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 24, 2020 14:38