ნათია მჭედლიძე – ნიქოზელები ზოგადად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და სტუმარი გვიყვარს, მაგრამ დღევანდელი სტუმარი მაინც განსაკუთრებით გაგვიხარდა

დღეს ნიქოზში გახარია გვესტუმრა. ნიქოზელები ზოგადად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და სტუმარი გვიყვარს, მაგრამ დღევანდელი სტუმარი მაინც განსაკუთრებით გაგვიხარდა. ჩვენი სოფელი ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას პრემიერ-მინისტრისგან და ბევრი რამე გაკეთდა უშუალოდ მისი ინიციატივით. ისიც ვიცით რო მომავალშიც ასე იქნება და გააგრძელებს იმ ხალხზე და სოფელზე ზრუნვას, ვინც საქართველოს იცავს აქ ცხოვრებით, – ამის შესახებ ნიქოზის მკვიდრი ნათია მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიხარია, რომ მე ვცხოვრობ იმ სოფელში, სადაც გვყავს უსუფთავესი და რეალურად ეროვნული გმირი მეუფე – მეუფე ისაია! მიხარია რომ გვეიმედება ჩვენი გუბერნატორი – გიგი ხოჯევანიშვილი. და რა თქმა უნდა მიხარია რომ ჩემ ქვეყანას ხელმძღვანელობს გიორგი გახარია. კაცი, რომელმაც კარგად იცის სისუფთავის, სიყვარულის და სიწმინდის დაფასება. ამ ადამიანს შეუძლია სიყვარული, მეგობრობა და სამშობლოზე ზრუნვა.
მე როგორც ერთი ნიქოზელი უღრმესი მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის და იმისთვის, რასაც ეს ხალხი წლებია ლოცვით, შრომით და თავდადებით სამშობლოსთვის აკეთებენ”, – წერს ნათია მჭედლიძე.

banner
წინა სტატიაში„თეგეტა მოტორსში“ ადასტურებენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს