„თეგეტა მოტორსში“ ადასტურებენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„თეგეტა მოტორსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„თეგეტა მოტორსი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნული თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა.

იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ისინი გადაყვანილია იზოლაციაში. ამავდროულად, ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი.

კომპანიაში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშოები. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს ხუთჯერ ჩაუტარდათ ტესტი.

„თეგეტა მოტორსი“ ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სრულად იცავს საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.

კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია – გიორგი გახარიას არასოდეს ავიწყდება რომ სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და შიდა ქართლის გული
შემდეგი სტატიანათია მჭედლიძე – ნიქოზელები ზოგადად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და სტუმარი გვიყვარს, მაგრამ დღევანდელი სტუმარი მაინც განსაკუთრებით გაგვიხარდა