ნათია დარასელია: როგორც იქნა ანაკლიას პატრონი გამოუჩნდა, მილიონები უნდა დაიხარჯოს

ფეისბუქმომხმარებელი ნათია დარასელია სოციალურ ვრცელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანაკლიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.

როგორც დარასელია წერს ანაკლია მალე რეგიონის უმნიშვნელოვანესი ტურისტული და სამრეწველო ცენტრი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის პორტითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით.

„მიშას ანაკლიის მერად ხარლამპიდი დაუნიშნავს, მთავარ თანაშემწედ ქალი-ტანკი და დედაზონდერი ეკა გვილია. ახლა რა ხდება. პატიმრების ფულით აშენებული 2 კინკილა სასტუმროთი ანაკლია რომ ვერ განვითარდება, ეს იციან. ისიც იციან, რომ ანაკლია მალე რეგიონის უმნიშვნელოვანესი ტურისტული და სამრეწველო ცენტრი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის პორტითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით. სამაშველო სამსახურის ცენტრის გარეშე რომ ამხელა ინფრასტრუტურის მშენებლობა შეუძლებელია ესეც დაზეპირებული აქვთ. ხელის შეშლა უნდათ ანაკლიის განვითარებისთვის და აქაოდა ხარლამპიდის საღორის გვერდით სკვერის მოწყობის საბაბით ინტრიგნობენ და დუჟმორეულები ყვირიან მიშას გარეშე აგურს აგურზე არ დავადებინებთო არავის. სამაშველოც უნდა აშენდეს, სასტუმროებიც და ამათ ვინ უშლის, ქონდეთ თავიანთი ყურცქვიტა ატამანის სურათი ,,ზალაში“ და ილოცონ. ფუ, თქვე მართლა უგვანო სექტანტებო. როგორც იქნა ანაკლიას პატრონი გამოუჩნდა, მილიონები უნდა დაიხარჯოს და ამ ყველაფერს როგორ სწირავთ საერთაშორისო ბომჟს, უპასპორტო და უსამშობლო პირუტყვს“, – წერს დარასელია.

banner
წინა სტატიაშიგორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი მშვენიერაძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კარგად ასახავს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს