ნარმანია – ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ იგეგმება. ნარმანიას თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, ახალი წლის დღეებში ტარიფების მატების შესახებ.

„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა, აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკ-იდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, სენაკში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში ჩაერთო
შემდეგი სტატიაკალაძე – მომავალი წლიდან 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას